დიეგო სიმეონე: „მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით“

0
11

დიეგო სიმეონეს მიაჩნია, რომ „ატლეტიკოს“ დაპირისპირება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოუწევს. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დღეს ესპანეთში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„ჩემი აზრით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალ უფრო ძლიერია და გაცილებით მჭიდროდ თამაშობს. ეს გუნდი დაცვის დროს საჰაერო ორთაბრძოლებში კარგად გამოიყურება. რთულია ადგილის პოვნა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეცდომას უშვებს. მატჩებისთვის ყოველთვის მეტოქიდან გამომდინარე ვემზადები და მისთვის პრობლემების შექმნის ვარიანტებს ვეძებ.
ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვიპირისპირდება. ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ ეს გუნდი უფრო საიმედოდ თამაშობს, თავდადებულია და იმ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაემსგავსა, რომელიც ყოველთვის იყო. ეს გუნდი ნახევარდაცვაში და თავდასხმაში თამამად მოქმედებს“ – ციტირებს არგენტინელს სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.