ზივზივაძე უნგრეთში ტურის სიმბოლურში მოხვდა

0
14

ბუდუ ზივზივაძე ვებპორტალ csakfoci.hu-ს ვერსიით უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში „უიპეშტი“ სტუმრად „ფეჰერვარს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მისმა პარტნიორმა ბურთი კარგად ვერ დაამუშავა, მაგრამ იქვე მყოფმა ქართველმა ზუსტად დაარტყა. ის 78-ე წუთზე შეცვალეს.
„თავდამსხმელი, რომელიც „უიპეშტში“ „ფეჰერვარმა“ გაანათხოვრა კარგ პოზიციაში იყო და მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს. მან 74-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა“ – იუწყება csakfoci.hu 27 წლის ფორვარდის შესახებ, რომელიც „ფეჰერვარმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „უიპეშტში“ იჯარით გაუშვა.