ჟოსლენ გურვენეკი: „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩი დამატებითი ნაბიჯი იქნება“

0
16

ჟოსლენ გურვენეკს მიაჩნია, რომ მის ფეხბურთელებს ძალიან რთული გამოცდა ელოდებათ. „ლილის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად ლონდონის „ჩელსისთან“ გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგაში მძიმე სტარტი გვქონდა და არავინ ფიქრობდა, რომ საბოლოო ჯამში ჯგუფში გავიმარჯვებდით. თუმცა, მოლოდინს გადავაჭარბეთ. მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ჩვენთვის დამატებითი ნაბიჯი იქნება.
ჩვენი მოთამაშეები ასეთი დონის შეხვედრებს მიჩვეულნი არიან და მდიდარი გამოცდილება აქვთ. კარგად მოვემზადეთ და ახლა თამაშიღა დაგვრჩა. უნდა გვახსოვდეს ამ სტადიამდე რის ხარჯზე მივედით და საჭიროა როგორც ვიცით ისე ვითამაშოთ“ – ციტირებს ფრანგ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.