უნაი ემერი: „საკუთარ თავს უფრო მეტი უნდა მოვთხოვთ“

0
9

„ვილიარელის“ მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის მიაჩნია, რომ მისმა ფეხბურთელებმა საკუთარ თავს უფრო მეტი ინდა მოსთხოვონ. მან ამის შესახებ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ ტურინის „იუვენტუსთან“ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„იუვენტუსში“ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც თავისი ქვეყნების ნაკრებში გამოდიან და ძალიან გამოცდილები არიან. თუმცა, ასეთი მოთამაშეები ჩვენც გვყავს: პაუ ტორესი, რაულ ალბიოლი, ხუან ფოიტი.
ჩვენ ვცდილობდით, რომ აქ ვყოფილიყავით და გვსურს არა მხოლოდ თამაშისთვის გვცენ პატივი, არამედ, გამარჯვებისთვის. საკუთარ თავს უფრო მეტი უნდა მოვთხოვთ. აქ იმისთვის ვართ, რომ ამას ვიმსახურებთ.
„იუვენტუსი“ გუნდია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ეს იტალიის ყველაზე ტიტულიანი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების ფასი იცის. ამ გუნდში საუცხოო ფეხბურთელები გამოდიან. ვლახივიჩმა მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა. „იუვენტუსი“ მაღალი დონის გუნდია, რომელიც გამარჯვებასაა მოწყურებული“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.