“საბურთალოს” ხორვატი ლეგიონერი შეემატა

0
14

ხორვატი ნახევარმცველი მიოკ ბენედიკითბილისის “საბურთალოში” ითამაშებს. თბილისური კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
27 წლის საყრდენ ნახევარმცველს კარიერის დიდი ნაწილი ხორვატულ “ოსიეკში” აქვს გატარებული. ის 2018-2019 წლებში უნგრეთის “პუშკაშის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2020-2021 წლებში ტირასპოლის “შერიფში” თამაშობდა. ბენედიკი პირველი ლეგიონერია, რომელიც წელს “საბურთალოში” ჩაირიცხა.