შენგელია ისევ შეცვლაზე შევიდა, დვალი განაცხადში არ იყო

0
12

ლევან შენგელია „ლუვენის“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და მოედანზე საკმაოდ მცირე დრო გაატარა. ბელგიის უმაღლესი დივიზიონის 28-ე ტურში „ლუვენი“ სტუმრად „სენტ-ტრიუდენს“ შეხვდა და 0:2 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი შენგელია თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. „ლუვენი“ 36 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა.
უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ფერენცვაროში“ სტუმრად აუტსაიდერ მტკ-ს დაუზავდა – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი ბუდაპეშტელთა განაცხადში არც ამჯერად იყო. მოქმედი ჩემპიონი „ფერენცვაროში“ 42 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.