„ქართული“ დუელი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში

0
15

ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში „ქართული“ დაპირისპირება შედგა. მე-20 ტურში „რაბოტნიჩკიმ“, სადაც ნახევარმცველი გიორგი კუცია გამოდის „შკუპის“ უმასპინძლა, რომლის რიგებში მცველი გაგი მარგველაშვილი ასპარეზობს.
ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კუცია 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მარგველაშვილმა მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო და 42-ე წუთზე გააფრთხილეს. „შკუპიმ“ 1:0 გაიმარჯვა და 48 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
კუცია თბილისის „დინამომ“ ზამთარში „რაბოტნიჩკიში“ წელიწადნახევრით გაანათხოვრა, ხოლო მარგველაშვილმა „შკუპის“ ბათუმის „დინამოდან“ მიაშურა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.