ივანიაძემ „დილასთან“ 3-წლიანი გააფორმა

0
12

22 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ივანიაძე ,,დილაში” ითამაშებს. მან გორულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.  გიორგის ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, თუმცა თამაში როგორც მარჯვნივ, ისე ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად შეუძლია.
ივანიაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მას ასევე „შუქურას“, „გაგრას“, „სამტრედიას“, „ შევარდენი 1906“ის  და თბილისის „მერანის“ რიგებში უთამაშია. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბოლნისის „სიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 14 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ივანიაძეს საქართველოს 20 წლამდე ნაკრებშიც უასპარეზია.