ყაზაიშვილმა სეზონი ყაიმით დაიწყო

0
6

სამხრეთ კორეის საფეხბურთო K ლიგა 1-ში ახალი სეზონის დაიწყო და ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. სასტარტო შეხვედრაში ულსანელებმა „ჩიმხონს“ უმასპინძლეს და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ყაზაიშვილი „ულსანში“ შარშან გადავიდა და სადებიუტო სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან კორეის თასზე 2 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. 29 წლის ფეხბურთელმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში 8-ჯერ ითამაშა და 4 გოლი მიითვალა.