ლოჩოშვილი ლიდერთან დამარცხდა, გვილია ისევ არ ათამაშეს, ვოლკოვის საგოლე

0
28

ავსტრიის ბუნდესლიგაში „ვოლფსბერგერის“ წაუგებელი ოთხმატჩიანი სერია გათამაშების ლიდერ „ზალცბურგთან“ შეწყდა. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი მოქმედ ჩემპიონს სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა. „ზალცბურგმა“ ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სუშიჩმა გახსნა, ხოლო ორ წუთში გოლი არონსონმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ვოლფსბერგერს“ 34 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო „ზალცბურგი“ გათამაშებას 51 ქულით ლიდერობს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „ზირემ“ შინ „საბაჰს“ 2:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ვოლკოვმა მასპინძლებში 90 წუთი ითამაშადა საგოლე პასი მიითვალა. „ზირე“ 28 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
საბერძნეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ლამია“ სახლში „სმირნისთან“ 1:2 დამარცხდა და მასპინძლების ქართველი ლეფიონერებიდან მხოლოდ ბაჩანა არაბულმა ითამაშა, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს.
ჩეხეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი „კარვინა“ 22-ე ტურში გასვლაზე „ტეპლიცესთან“ 0:2 დამაცხდა. ქართველმა მცველმა დავით კობოურმა „კარვინაში“ ორი ტაიმი ითამაშა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში „რაკუვი“ ზაბჟეს „გურნიკს“ ეწვია და შეხვედრა 1:1 დასრულდა. სტუმრებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიას ისევ არ უთამაშია. წელს პოლონეთის ჩემპიონატში 3 ტური ჩატარდა და გვილია მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ზის.