“დინამომ” ვარჯიში განაახლა – სხირტლაძე და ბიტოკი ინდივიდუალურად ემზადებიან

0
19
თურქული შეკრებიდან დაბრუნებისა და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ თბილისის “დინამომ” ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი განაახლა.
19 თებერვალს გამართულ ვარჯიშზე კახა ცხადაძის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი გახლდათ. დავით სხირტლაძე და სტეფენ ბიტოკი ახალი სეზონისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.
საწვრთნელ პროცესში შემდეგი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ:
მეკარეები: ანდრეს პრიეტო, დავით კერესელიძე.
მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი მაისურაძე, ნიკა მალი, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, სტეფენ ბიტოკი.
ნახევარმცველები: დმიტრი ანტილევსკი, უსმანე კამარა, გიორგი გვიშიანი, თორნიკე კირკიტაძე, ნოდარ ლომინაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი პაპავა.
თავდამსხმელები: სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა, დავით სხირტლაძე.
“​დინამო” 2022 წლის სეზონს 25 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩით გახსნის. თბილისური კლუბი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ქართულ დერბიში პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.