აბურჯანიას გუნდმა ზედიზედ მე-8 მატჩი არ წააგო

0
7

„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში წაუგებელი მატჩების სერია რვამდე გაზარდა. 23-ე ტურში ბარსელუშელებმა შინ „ბელენენსეში“ მიიღეს და 2:0 გაიმარჯვეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებიდან ანგარიში 68-ე წუთზე კალერომ გახსნა. 10 წუთში ელდერ სანტანამ მეორე გოლი გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილ ვისენტე“ 40 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა და მე-4 პოზიციაზე მყოფ „ბრაგას“ ქულით ჩამორჩება. განვლილი 8 შეხვედრიდან აბურჯანიას გუნდმა 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ბოლოს „ჟილ ვისენტე“ შარშან 19 დეკემბერს შინ ლისაბონის „სპორტინგთან“ დამარცხდა – 0:3.