კაშიას პირველი გოლი სლოვაკეთში და თრილერში აღებული 3 ქულა

0
14

გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელიც ბრატისლავის „სლოვანში“ გამოდის თავი აუტსაიდერ „პოჰრონიესთან“ სტუმრად 4:3 მოგებულ მატჩში გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თამაშის მსვლელობისას 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მაინც აიღო.
მასპინძლები ოჟვოლდამ მე-3 წუთზე დააწინაურა. მე-18 წუთზე სტუმართა კარი მიხალიკმა პენალტიდან აიღო და მან 41-ე წუთზე ასევე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
შესვენების დასრულებიდან ოთხ წუთში გრინმა ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირა. 54-ე წუთზე საპონიჩმა „პოჰრონიეს“ კარი მეორედ აიღო, ხოლო კაშიამ ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა. 64-ე წუთზე უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მასპინძლების კარი მეოთხედ აიღო და საბოლოოდ გათამაშების ლიდერს მოაგებინა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კი განაცხადში არ იყო. „სლოვანი“ 52 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.