„გარეჯი“ შეკრებაზე უზბეკურ „დინამოსთან“ დამარცხდა

0
21

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „გარეჯმა“, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდის, მესამე სპარინგი ჩაატარა და სამარყანდის „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა. კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან გოლი კოლუმბიელმა ლეგიონერმა ხავიერ ფრანსისკო ბრავომ გაიტანა.
„გარეჯის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
სოსო ქარდავა, ვახტანგ კაპანაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, გიორგი კალანდია, გურამ ხარებავა, გიორგი პაპუაშვილი, თორნიკე მოსიაშვილი, სტივენ ბერმუდესი, გიორგი ქავთარაძე, ნიკა გალახვარიძე, დავით ებრალიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ხავიერ ფრანსისკო ბრავო, ზურაბ ძამსაშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ნიკა ხაჭვანი.