ჩაკვეტაძის ტაიმი და გაცუდებული პირველი გოლის შანსი

0
11

გიორგი ჩაკვეტაძემ “ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიიღო. გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 23-ე ტურში ჰამბურგელები სტუმრად “ზანდაუზენს” დაუპირისპირდნენ და ქულა აიღეს – 1:1. ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო, მაგრამ წინა ორ მატჩთან შედარებით მოედანზე გაცილებით მეტი დრო გაატარა. ის თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და შეხვედრის ბოლომდე არ შეუცვლიათ. “ზანდაუზენმა” ანგარიში მე-15 წუთზე ტესტროეტის დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე საპასუხო ბურთი “ჰამბურგის” საუკეთესო ბომბარდირმა სონი კიტელმა გაიტანა, რომლის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 7 გოლია. “ჰამბურგს” 41 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა – ლიდერ ბრემენის “ვერდერს” ქულით ჩამორჩება.