„ტორპედომ“ შეკრებაზე ბოლო სპარინგი „დესნასთან“ წააგო

0
13

ქუთაისის „ტორპედომ“ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერ ლიგის ბინადარ ჩერნიგოვის „დესნასთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა.
„დესნამ“ ანგარიში მე-10 წუთზე ბეზბოროდკოს დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე შევცოვმა პენალტი გამოიყენა.
“ტორპედო”: კვასხვაძე, აბულაძე, სანდოხაძე, ნადარაია, შულაია, მანჯგალაძე, ცინცაძე, ქიმაძე, თევზაძე, ახვლედიანი, არაბიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბუღრიძე, მირცხულავა, ტაბატაძე.
ქუთაისელები სამშობლოში დაბრუნდნენ და 25 თებერვალს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველ შეხვედრას სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ ჩაატარებენ.