კვარაცხელიას პირველი გოლი მიმდინარე წელს

0
12

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ მაისურით წელს პირველი გოლი გაიტანა. თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ყაზანელებმა მორიგი საკონტროლო მატჩი მოსკოვის „დინამოსთან“ ჩაატარეს, რომელიც 2:2 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 27-ე წუთზე ჩაერთო. მოსკოველებიდან ანგარიში მე-40 წუთზ ზახარიანმა გახსნა, ხოლო ტალბიმ საპასუხო ბურთი 45-ე წუთზე გაიტანა. ფომინმა მოსკოველები 48-ე წუთზე დააწინაურა, კვარაცხელიამ კი მეტოქის კარი 70-ე წუთზე აიღო – მეტოქის ერთ მცველს გასცდა და საჯარიმოში შეჭრილმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 15-ჯერ (13-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.