სიმონე ინძაგი: „ლივერპული“ მეტს იმსახურებდა“

0
12

მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მიაჩნია, რომ მისი გუნდი „ლივერპულთან“ მატჩში უფრო მეტს იმსახაურებდა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ ინგლისელებთან 0:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იმედია, რომ „ლივერპულს“ ყოველ მატჩში არ შევხვდებით. გუნდით ვამაყობ. სამწუხაროდ, იმ მომეტში როდესაც საუკეთესოდ ვთამაშობდით გოლი ვერ გავიტანეთ, ხოლო „ლივერპულმა“ ჩვენი ყურადღების მცირე მოდუნებით პირველივე ჯერზე ისარგებლა.
რა თქმა უნდა, მეტი დავიმსახურეთ, მაგრად განვლილმა თამაშმა აჩვენა, რომ კარგი მომავალი გვაქვს. ჩემი აზრით, „ლივერპული“ ევროპის ორი საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთია. „ინტერი“ კარგად გამოიყურებოდა და მეტის ღირსი იყო. ვფიქრობ, „ლივერპული“ ყველაზე ძლიერი მეტოქეა, რომელსაც ამ სეზონში შევხვდით“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს Football Italia.