„შუქურა“ „მეტალისტთან“ სპარინგში დამარცხდა

0
35

ქობულეთის „შუქურამ“, რომელსაც ზამთარში სათავეში რეზო გოცირიძე ჩაუდგა, თურქულ შეკრებაზე ბოლო შეხვედრა უკრაინის რანგით მეორე ლიგის ლიდერ ხარკოვის „მეტალისტთან“ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.
მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში ზურაბ მუსელიანმა გახსნა და ქობულეთელებმა პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში ხარკოველებიდან საპასუხო ბურთი ჰარისმა გაიტანა. 53-ე წუთზე „მეტალისტი“ დემჩენკოს გოლით დაწინაურდა, ხოლო 86-ეზე ჩიდომორემ ხარკოველთა საბოლოოდ გამარჯვება გააფორმა.
გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული „შუქურა“ საქართველოში დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობს.