“ტორპედოს” სრული შემადგენლობა ახალი სეზონისთვის

0
15

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” სრული შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის ცნობილია. ქუთაისელთა პრესსამსახურმა იმ 25 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა თავისი მუდმივნომრიანი მაისურებით, რომლებსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე 2022 წლის სეზონში დაეხმარება.
“ტორპედომ” ახალი სეზონის წინ თურქეთში 2 შეკრება გაიარა და რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქუთაისელები გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგიდან გავარდნას პლეი-აუტში გადაურჩნენ, მაგრამ ამჯერად კლუბის ხელმძღვანელების მიზანი რადიკალურად შეიცვალა და ევროთასების საგზურის მოპოვებას გეგმავენ.