სიმონე ინძაგი: „ლივერპული“ ქაღალდზე ფავორიტია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ“

0
12

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის თქმით, „ლივერპული“ ქაღალდზე ფავორიტია, მაგრამ ბიჭებს სთხოვს რომ მოედანზე გავიდნენ და თავისი ფეხბურთი ითამაშონ. მან ამის შესახებ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მილანში „ლივერპულთან“ გასამართ მატჩამდე ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ინგლისური კლუბები ძალიან ძლიერები არიან. ჩემპიონთა ლიგაში ყველამ თავისი ჯგუფი მოიგო „ჩელსის“ გარდა. „ლივერპული“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ჩვენი ბიჭები მასთან დაპირისპირებას იმსახურებენ. ჩვენ უკვე დიდი ხანია 1/8-ფინალში არ გვითამაშია. ქაღალდზე „ლივერპული“ ფავორიტია, მაგრამ საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ბიჭებს ვთხოვ, რომ მოედანზე გავიდნენ და თავისუფალი გონებით ჩვენი ფეხბურთი ითამაშონ, რათა საკუთარი იდეები განვახორციელოთ.
შაბათს ძლიერ „ნაპოლისთან“ კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, ნორმალური პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ადრეულმა პენალტმა ხელი შეგვიშალა, მაგრამ თამაშში დავრჩით და მეორე ტაიმში საქმეს სხვაგვარად მივუდექით, რათა მატჩი მოგვეგო“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს Football Italia.