მაურისიო პოჩეტინო: „მეტოქის კომბინაციური თამაში „დავამსხვრიეთ“

0
16

მაურიოსიო პოჩეტინოს მიაჩნია, რომ პსჟ თამაშს 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში შინ მადრიდის „რეალთან“ 1:0 მოგების შემდეგ განაცხადა. მასპინძლებიდან გოლი 84-ე წუთზე კილიანმ მბაპემ გაიტანა.
„ძალიან მიხარია. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. საერთო ჯამში „რეალზე“ უკეთესად ვმოქმედებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. წინ კიდევ ერთი მატჩი გველოდება, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მნიშვნელოვანი იყო. საუცხოო მატჩი გამოვიდა.
ჩვენ მეტოქის კომბინაციური თამაში „დავამსხვრიეთ“, რადგან ნახევარდაცვაში მკაცრი პრესინგი ვითამაშეთ. გულმოდგინედ ვიმუშავეთ, რათა მადრიდელტა შუახაზელები შეგვეჩერებინა და ბურთი რაც შესაძლოა დიდი ხანი „დაგვეჭირა“. თამაშს 90 წუთი ვაკონტროლებდით და მეტოქეს ძალიან ცოტა მომენტი შევაქმნევინეთ. მოთამაშეებმა ეს შედეგი დაიმსახურეს. ისინი წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან. თუმცა, მეორე მატჩში კონცენტრაციის შენარჩუნება აუცილებელია“ – განაცხადა პოჩეტინომ Canal+-სთან.