იურგენ კლოპი: „ინტერი“ ტოპ-გუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს“

0
10

იურგენ კლოპს „ინტერი“ მიმდინარე სეზონში იტალიის საუკეთესო გუნდად მიაჩნია, რომლის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე თამაშია საჭირო, რათა მის შეგირდებს გამარჯვების შანსი ჰქონდეთ. „ლივერპული“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს მილანში გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ინტერი“ ტოპ-გუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს. ალბათ, ეს გუნდი მიმდინარე სეზონში იტალიაში საუკეთესოა. მილანელები ძალიან ორგანიზებულად თამაშობენ, ტაქტიკურად კარგად მომზადებული არიან, ფანტაზია არ აკლიათ და მაღალი დონის ინდივიდუალურ ოსტატობას ფლობენ. ჩვენ უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რათა უბრალოდ შანსიქ გვქონდეს. იმავე სასტარტო შემადგენლობას ვერ შევარჩევ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფეხბურთელებით ბოლო მატჩი მოვიგეთ. ეს ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ.
ლუის დიასი საუცხოო ბიჭი და ტოპ-დონის მოთამაშეა. ისევე როგორც ნებისმიერი ახალწვეულის შემთხვევაში მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ ის ფენომენალური ფეხბურთელია. დიასის სიხარული და სიყვარული ფეხბურთის მიმართ შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ვარჯიშებზე ლუისი ყოველთვის იღიმება. მანამდე, ასეთო მოთამაშე არ მყოლია“ – ციტირებს კლოპს უეფას ოფიციალური ვებგვერდი. ს