პეპ გვარდიოლა: „ჩვენ საკუთარ თავს ვეჯიბრებით“

0
16

პეპ გვარდიოლას თქმით, მწვრთნელისთვის კრიტიკა ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც შეჩვეულია, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პროფესიას აირჩევდა. მან ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დღეს ლისაბონში ადგილობრივ „სპორტინგთან“ გასამართ პირველ თამაშამდე ისაუბრა.
„ზეწოლის შესახებ შეგიძლიათ იმდენჯერ მკითხოთ, რამდენჯერაც გსურთ. ეს მაღელვებს თუ არა? არა. ჩვენ აქ ვართ ჩემპიონთა ლიგაში, რაც პატივია. პორტუგალიაში გამგზავრება სასიამოვნოა, ვეცდებით რომ კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენი შანსი იმაზეა დამოკიდებული მოედანზე რა მოხდება. ეს ყველაფერი მოთამაშეებზეა დამოკიდებული. მე მწვრთნელი ვარ. ჩვენ გვამხელენ და გვაკრიტიკებენ როდესაც შედეგი არ გვაქვს. არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მწვრთნელს, რაც საერთოდ პრობლემა არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა სამუშაო უნდა ამერჩია.
იოლი არაა უფრო კარგი შედეგი ვაჩვენოთ ვიდრე გასულ სეზონში. ჩვენ ამაღლებული განწყობით და ბედნიერები ვართ, რომ ტურნირის ამ სტადიაზე ვითამაშებთ. ვიცი ჩემპიონთა ლიგა რამდენად მნიშვნელოვანია და ამას არ ვუარყოფ. თუმცა, ინგლისის პრემიერ ლიგაშიც ყოველ თამაშს სერიოზულად ვეკიდებით და ნახეთ „ნორვიჩთან“ მოთამაშეები როგორც მოიქცნენ. ეს საუკეთესო მტკიცებულოებააა, რომ ნებისმიერ მატჩში გამარჯვება გვინდა და არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში.
დაუჯერებელი სერია გვაქვს. ლაიფციგში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 1:2 დავმარცხდით, ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით. მაშინ, უკვე პლეი-ოფში გავედით და სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. თუმცა, დანარჩენ შეხვედრებში მაქსიმუმი გავაკეთეთ. მე სწორედ ეს მინდა. ჩვენ ვთამაშობთ და საკუთარ თავს ვეჯიბრებით. ყოველ მატჩს ისე ვეკიდებით როგორც საჭიროა. ამას განვლილ წლებშიც ვაკეთებდით. ვფიქრობ, მომავალი შეხვედრა გამონაკლისი არ იქნება“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.