თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მარტვილის „მერანმა“ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დანიის რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე „ნესტვედთან“ ჩაატარა და 1:4 დამარცხდა. ცოტნე მონიავას გაწვრთნილი გუნდიდან ერთადერთი გოლი თორნიკე მუზაშვილმა გაიტანა.
„მერანის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მიქაია, ბიბილაშვილი (კ), ჩალაძე, აფაქიძე, წულაია, შალამბერიძე, ფაცაცია, სიხარულია, ქანთარია, კიკაბიძე, მუზაშვილი.
სათადარიგოები: გორდულავა, ქაჯაია, მელიავა, გეგია, გაგოშიძე, ლომთაძე, ფონიავა, წოწონავა, ნანავა, გეგეჭკორი, თოდუა.
მთავარი ნიუსი „მერანი“ დანიის მესამელიგელთან დამარცხდა