მაურისიო პოჩეტინო: „ზოგჯერ ჩვენგან ნამეტანი ბევრს ელოდებიან“

0
3

მაურისიო პოჩეტინოს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მსოფლიოს საუკეთესო კლუბს უპირისპირდებიან, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ.
პსჟ-ს არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელამ ამის შესახებ დღეს პარიზში მადრიდის „რეალთან“ გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვუპირისპირდებით, თუ საუკეთესოს არა. თუმცა, საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
მოთამაშეებს თავისი შესაძლებლობის ბოლო წუთამდე სჯერათ. საუცხოო გუნდი გვყავს. ჩვენ ძალიან ცოტა გოლს ვუშვებთ და ცოტა თამაშს ვაგებთ, რაც ნიშნავს, რომ ნიჭი ეს მხოლოდ საგოლე მომენტები და გატანილი გოლები არაა – დაცვითი ფუნქციების მქონე ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც გუნდს აბალანსებენ. ეს ყველაფრის საფუძველია.
ბევრი დადებითი მომენტია, რომლებიც ხაზგასასმელია. თუმცა, ზოგჯერ ჩვენგან ნამეტანი ბევრს ელოდებიან. დღითი დღე უფრო უკეთესები ვართ და ამის შენიშნვნა მნიშვნელოვანია“ – ციტირებს პოჩეტინოს უეფას ვებგვერდი.