“დინამომ” შეკრება უზბეკეთის ჩემპიონთან გამარჯვებით დაასრულა

0
13

თბილისის “დინამომ” თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკნეტის “ფახთაქორთან” ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.
მატჩის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს “დინამოს” გარდაცვლილ ექსფორვარდ ილია დათუნაშვილს.
შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში “დინამოს” ახალწვეულმა უკრაინელმა ფორვარდმა სტანისლავ ბილენკიმ გახსნა. 57-ე წუთზე თავი ანზორ მექვაბიშვილმა გამოიჩინა, ხოლო 73-ეზე თბილისელთა კიდევ ერთმა ახალმა ფეხბურთელმა ნიკა მალიმ წერტილი დასვა.
“დინამო” (თბილისი) – “ფახთაქორი” 3:0 (2:0)
“​დინამო”: პრიეტო, მაისურაძე, პაპავა, ხვადაგიანი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კამარა, ოსეი, გაბედავა, ბილენკი.
​შეცვლაზე გამოვიდნენ: კერესელიძე, ბენიო, ხარაბაძე, მალი, ლომინაძე, ანტილევსკი, ფაჩულია, ჯანგიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ფახთაქორი”: სანჯარი, ხოჯიაკბარი, ფარუხი, დრაგანი, ა. შერზოდი, ს. სარდორი, იკრომჟონი, რ. სარდორი, თ. შერზოდი, აზიზბეკი, კამენი.
მთავარი მწვრთნელი: სლავკო ვოინეხი
​გოლები: 1:0 ბილენკი (15), 2:0 მექვაბიშვილი (57), 3:0 მალი (73)