“სამგურალი” კვერკველიას “მეტალისტთან” დამარცხდა

0
9
თურქულ შეკრებაზე ,,სამგურალმა” მეოთხე ამხანაგური შეხვედრა უკრაინული პრემიერლიგის ბინადარ ხარკოვის ,,მეტალისტი 1925″- თან გამართა. შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი შოვნაძის კარში მე-9 წუთზე გავიდა.

არადა, სათამაშო უპირატესობას ,,სამგურალი” ფლობდა და მეტოქეზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტიც შექმნა. გოლის გატანა შეეძლოთ დემურ ჩიხლაძეს, ლუქმან გილმორს, ისუფ ტურეს, ირაკლი რუხაძეს, გრიგოლ დოლიძეს და ჯეფერსონ ჯერალდოს. განსაკუთრებით ბრაზილიელი ლეგიონერის მეორე მომენტია აღსანიშნავი, მას 75-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მართებდა, თუმცა ზუსტად ვერ დაარტყა. აღსანიშნავია, რომ ,,მეტალისტის” რიგებში ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვერკველიამ.
“სამგურალი”: შოვნაძე, ქურდაძე, მაისაშვილი, პატარკაციშვილი, კიკაბიძე, გილმორი, სიმდიანკინი, ჩიხლაძე, ბაშელეიშვილი, ჯეფინიო, გავაშელიშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: თევზაძე, რუხაძე, დოლიძე, ტურე, ვერულიძე, კალანდარიშვილი