„მერანის“ საუკეთესო ბომბარდირის ახალი კონტრაქტი კლუბთან

0
10

მარტვილის „მერანის“ საუკეთესო ბომბარდირმა შეიკნე სილამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის ბინადარის პრესსამსახური იუწყება.
22 წლის მალელმა ფორვარდმა გასულ სეზონში „მერანის“ მაისურით საქართველოს რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 23 გოლი (4 პენალტით) გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. მან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის წოდება თამაზ მაქაცარიასთან (23 გოლი, 8 პასი) გაიყო, რომელიც შარშან „გაგრაში“ გამოდიოდა, ხოლო წელს გორის „დილაში“ ითამაშებს.