“გარეჯის” ისტორიული მატჩი თურქეთში

0
15

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპრეზე “გარეჯი” თავის არსებობის ისტორიაში უცხოურ გუნდს პირველად დაუპირისპირდა. თურქულ შეკრებაზე კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთის ლოძის “ვიძევს” დაუპირისპირდა -2:2. “გარეჯიდან” გოლები ნიკა ნოზაძემ (26, პენ.) და გიორგი ხარებაშვილმა (66) გაიტანეს.
“გარეჯის” სასტარტო შემადგენლობა: დავით კუპატაძე, გიორგი ქავთარაძე, ვახტანგ კაპანაძე, გურამ ხარებავა, ნიკა ნოზაძე, სტივენ ბერმუდესი, ხავიერ ფრანსისკო ბრავო, ნიკა გალახვარიძე, გიორგი ხარებაშვილი, არსენ მურატოვი, ბუსენგუი რალფ გუიანო.
ცვლილებაზე შევიდნენ:სოსო ქარდავა, დავით ებრალიძე, გიორგი პაპუაშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, ნიკა ხაჭვანი.
მეღვინეობა “მტევინო” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ სკ “გარეჯი 1960” / F.C. Gareji 1960 -ის სპონსორია.
საფეხბურთო კლუბმა “გარეჯი 1960” ასპარეზობა საქართველოს მე-5 ლიგიდან დაიწყო და 6 წელიწადში პირველ ლიგაში გადმოინაცვლა.
“მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, მცირე წვლილი შევიტანოთ ქართული ფეხბურთის განვითარებაში და ვიყოთ ისეთი გუნდის სპონსორი, როგორც “გარეჯი 1960″-ია; გუნდი მუდმივი განვითარების პროცესშია და მუდმივად წინ მიიწევს! წარმატებებს ვუსურვებ კლუბს და მოხარული ვარ მათთან თანამშრომლობით!”- მეღვინეობა “მტევინო”-ს დამფუძნებელი, ნიკა ზაუტაშვილი.