ბრაზილია-არგენტინა გადათამაშდება, ოთხი არგენტინელი დასაჯეს

0
12

ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრაზილიასა და არგენტინას შორის ჩაშლილი მატჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
შეხვედრა 2021 წლის 5 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო და დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოედანზე ადგილობრივი სანიტარული სამსახურის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ შეწყდა. როგორც გაირკვა ამის მიზეზი ის იყო, რომ ოთხმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომლებიც ინგლისში თამაშობენ, ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ კარანტინი არ გაიარეს.
გამოძიების შემდეგ ფიფას სადისციპლინო კიმიტეტმა გადაწყვიტა, რომ მატჩი ახლიდან ჩაგტარდება, ხოლო მისი გამართვის თარიღი და ადგილი მოგვიანებით გაირკვევა.
ამასთანავე, ბრაზილიისა და არგენტინის საფეხბურთო ასოციაციები 800000-800000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმეს. გარდა ამისა, ოთხი არგენტინელი ფეხბურთელი – ემელიანო მარტინესი, ემელიანო ბუენდია, ჯოვანო ლო სელსო და კრისტიან რომერო ორ-ორ მატჩს გამოტოვებენ, რადგან მატჩების ჩატარების საერთაშორისო პროტოკოლი დაიცვეს.