აბურჯანია, შენგელია და გიორბელიძე მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე

0
8

პორტუგალიის პრიმერა ლიგის 22-ე ტურში „ჟილ ვისენტე“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, სტუმრად „ვიზელას“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, რომელმაც წელს ყველა შეხვედრაში ითამაშა, ამჟამად მხოლოდ განაცხადში ყოფნა აკმარეს. „ჟილ ვისენტე“ 37 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა.
ბელგიის უმაღლესი დივიზიონის 27-ე ტურში „ლუევენმა“ შინ „სერკლ ბრიუგე“ 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი ლევან შენგელია მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ლუევენი“ 36 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
დრეზდენის „დინამო“ გასვლაზე „პადერბორნს“ შეხვდა და ქულა აიღო – 0:0. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენელების განაცხადში მოხვდა, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. „დინამო“ 25 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეთორმეტეა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში ბუდაპეშტის “ფერენცვაროში” “ზალაეგერშეგის” ეწვია და 3:1 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი ბუდაპეშტელთა განაცხადში ზედიზედ მეორე შეხვედრაა არ იყო.