„ტორპედოს“ ფრე „ოლექსანდრიასთან“

0
12

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ „ოლექსანდრიასთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. უკრაინელებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს, ხოლო ქუთაისელებმა 28-ე წუთზე საპასუხო ბურთი პენალტიდან გაიტანეს.
გია ცეცაძემ „ტორპედო“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
ჰამზიჩი, მირცხულავა, სანდოხაძე, ნადარაია, ტაბატაძე, მანჯგალაძე, ცინცაძე, ქიმაძე, არაბიძე, ბუღრიძე, მჭედლიძე.
სათადარიგოები: ლაბაძე, კვასხვაძე, ახვლედიანი, აბულაძე, შულაია, თევზაძე, ძარია, ჩარგეიშვილი.