ლუქმან გილმორი: “შეცდომების აღმოფხვრა გრძელდება”

0
13
ტიმიშოარას ,,რიპენსიასთან” მატჩი ,,სამგურალის” ნიგერიელმა ლეგიონერმა ლუქმან გილმორმა შეაფასა:
,,დღეს კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყოველნაირად ვცდილობთ კარგად შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, მივყვეთ მის ინსტრუქციებსა და მითითებებს. თამაშის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მზადების ამ ეტაპზე ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აქ გაცილებით საყურადღებო ტაქტიკური მუშაობა და შეცდომების გამოსწორებაა.
წინა თამაშის შემდეგ ჩვენ გავაანალიზეთ შეცდომები, გავაუმჯობესეთ თამაში და დღეს გავიმარჯვეთ. შეცდომების აღმოფხვრაზე მუშაობა გაგრძელდება და ჩემპიონატის დაწყებამდე ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება”.