ლოჩოშვილმა სეზონი გამარჯვებით განაახლა, კიტეიშვილი ისევ მკურნალობს

0
13

„ვოლფსბერგერმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის ავსტრიის ბუნდესლიგა მოგებით განაახლა. მე-19 ტურში ქართველის გუნდი შინ „რიდს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მასპინძლებიდან მე-10 წუთზე ანგარიში გრაგერმა გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 39-ე წუთზე სტუმრებიდან გოლი ბაიჩმა გაიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ორი წუთში „რიდის“ კარი ბარიბომ აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ვოლფსბერგერმა“ 3 ქულა აიღო.
„ვოლფსბერგერს“ 34 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
გრაცის „შტურმი“ გასვლაზე „ტიროლს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. გრაცელებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს არ უთამაშია, რომელმაც შარშან ტრავმა მიიღო და დღემდე მკურნალობს.
პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში “რაკუვი” “რადომიაკს” ეწვია და 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია გამარჯვებულთა თადარიგში იყო და ზედიზედ მეორე მატჩში ისევ არ ათამაშეს. “რაკუვი” 41 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.