ლებრონ ჯეიმსი NBA-ს საუკეთესო მექულეა!

0
22

ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. რეგულარული პირველობისა და პლეი ოფის მატჩებში ლებრონმა 44 152 ქულა დააგროვა და კიდევ ერთ ლეგენდარულ კალათბურთელ კარიმ აბდულ ჯაბარს გაასწრო. ამ უკანასკნელის აქტივში 44 149 ქულაა.
37 წლის ლებრონ ჯეიმსს ნბა-ს პლეი ოფის შეხვედრებში ყველაზე მეტი ქულა (7631 266 ატჩში) დაუგროვებია, რეგულარულ პირველობაზე კი აბდულ ჯაბარსა და კარლ მელოუნს ჩამორჩება.