ლონდონის „ჩელსიმ“ არსებობის ისტორიაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი პირველად მოიგო. გერმანელი თომას ტუხელის გაწვრთნილი ინგლისელები ფინალში ბრაზილიის „პალმეირასს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 გაიმარჯვეს.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. „ჩელსიდან“ 54-ე წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა. 64-ე წუთზე რაფაელ ვეიგამ პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. 117-ე წუთზე კაი ჰავერცმა ბრაზიელების კარი 117-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან აიღო და ლონდონელებს წელს პირველი ტიტული მოაგებინა.
„ჩელსი“ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მე-5 კლუბია, რომელმაც ევროპაში და თავის ქვეყანაში ყველა მთავარი ჯილდო მოიგო. მანამდე, იმავე „იუვენტუსმა“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ბაიერნმა“ და „აიაქსმა“ მოახერხეს.
„ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, თასების მფლობელთა თასი. ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მინიმუმ ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, ლონდონელებმა ინგლისში პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპულს“ და „რეალს“ ევროპის თასების მფლობელთა თასი არ მოუგიათ. ლივერპულელები ფინალში ორჯერ იყვნენ, ხოლო მადრიდელები ერთხელ და წარმატებას ვერ მიაღწიეს