ბათუმელები „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუზავდნენ – ფალავანდიშვილის სადებიუტო გოლი

0
13

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგურ მატჩი რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. ბათუმელებიდან ერთადერთი გოლი ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა გაიტანა, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა.
გია გეგუჩაძემ „დინამო“ ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ზურაბიანი, ფალავანდიშვილი, ბიძინაშვილი, ანანიძე, დენკოვიჩი, გაფრინდაშვილი, ფანცულაია.