გიორგი შერმადინის 20 ქულა, 9 მოხსნა და მოგება ბადალონაში

0
40

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში დამაჯერებელი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა “ლევონო ტენერიფემ”, რომელმაც სტუმრად “ხუვენტუდი” 74:58 გაანადგურა და ამაში გიორგი შერმადინის წილი უდიდესია. ქართველი ცენტრი ამჯერად ვერ გახდა მატჩის MVP, მას თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა შედეგიანობით ოდნავ აჯობა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:46 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა, თითო შედეგიანი გადაცემა და ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 27 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლებია მარსელინიო უერტასისაზე, რომელმაც 22 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
“ტენერიფეს” 11 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ცხრილში მეხუთე ადგილზეა.