ზივზივაძე სეზონს “უიპეშტში” დაასრულებს

0
3

ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე სეზონს უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ “უიპეშტში” დაასრულებს, სადაც გიორგი ბერიძე გამოდის. უიპეშტელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 27 წლის თავდამსხმელი კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „ფეჰერვარის“ შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მან ამ გუნდში გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა, ხოლო თასზე 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
„ვიცი, რომ ეს დიდი კლუბია დიდი ისტორიით და ამიტომ, აქ ყოფნით კმაყოფილი ვარ. მსურს ჩემს თანაგუნდელებს რაც შესაძლოა მალე შევუერთდე და მათთან ერთად მოედანზე წარმატების მისაღწევად ვიბრძოლო“ – თქვა ქართველმა ფეხბურთელმა „უიპეშტში“ გადასვლის შემდე.