მიქაუტაძის საშინაო წაგება გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან

0
13

“სერენმა”, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. 27-ე ტურში სერენელები გათამაშების ცხრილის მე-2 საფეხურზე მყოფ “ანტვერპენს” დაუპრისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. “ანტვერპენმა” 3 ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების მეკარე დიეჩის ავტოგოლის შედეგად მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა. “სერენს” 23 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.