“მერანი” ყაზახებს დაუზავდა

0
10

მარტვილის “მერანმა” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩი ყაზახეთი “თურანთან” ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
65-ე წუთზე ზვიად სიხარულიას წაქცევის შემდეგ ყაზახები კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პაპუნა ფონიავამ გაიტანა.
მარტვილელთა მთავარმა მწვრთნელმა ცოტნა მონიავამ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
გორდულავა, მელიავა (კ), გეგია, აფაქიძე, გაგოშიძე, ლომთაძე, ფაცაცია, ფონიავა, კიკაბიძე, წოწონავა, მუზაშვილი.
სათადარიგოები: მიქაია, ქაჯაია, ბიბილაშვილი, სიხარულია, ქანთარია, ჩალაძე, თოდუა, ნანავა, გეგეჭკორი, ჯღამაია, შალამბერიძე, წულაია.
“მერანმა” შეკრებაზე პირველი შეხვედრა რუმინეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ “რისპენსიასთან” ჩაატარა და 1:2 წააგო.