“კოლხეთს” ბაზას გაურემონტებენ, ახალი სპონსორი ფოთურ კლუბში

0
11

საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთს” ახალი სპონსორი ჰყავს, რის შესახებ შავიზღვისპირელთა პრესსსამსახური იუწყება:
“გუნდში მოვიდა ახალი სპონსორი, რომელსაც ექნება ვალდებულება, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 000 ლარის ინვესტირება მოახდინოს და ფოთის კოლხეთი სამ წელიწადში გადავიდეს უმაღლეს ლიგაში”.
გარდა ამისა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა “კოლხეთის” საწვრთნელი ბაზის სრულია რეაბილიტაციისთვის 470000 ლარი გამოჰყო.
ამჟამად, “კოლხეთი”, რომელსაც გია გიგატაძე წვრთნის საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-სი ასპარეზობს.