კანკავას პირველი გოლი სლოვაკეთში

0
12

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ზამთრის შესვენების შემდეგ ტურნირი დღეს განახლდა და „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მცველ გურამ კაშიასთან ერთად გამოდის შინ „სენიცა“ 5:0 გაანადგურა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და კანკავამ 55-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, სტუმართა კარი აიღო. 35 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა საქართველოს ეროვნულ გუნდში 100 მატჩი ჩაატარა და ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კარიერა დაასრულა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი“ 49 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.