კაკაბაძის მეორე სასტარტო და სამი ქულა

0
5

ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე წელს „კრაკოვიას“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა. 21-ე ტური კრაკოველებმა გდანსკის „ლეხია“ მიიღეს და 22 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებიდან 68-ე წუთზე ანგარიში რაკოციმ გახსნა, ხოლო 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში რაპამ დააფიქსირა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა. ის „კრაკოვიაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. „კრაკოვია“ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.