ჩაკვეტაძეს ამჯერად უფრო მეტი დრო დაუთმეს

0
14

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ მაისურით მეორე ბუნდესლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა. 22-ე ტურში ჰამბურგელებმა „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მატჩის გმირი ნახევარმცველი სონი კიტელი აღმოჩნდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან 63-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 78-ეზე სტუმართა კარი პენალტის ნიშნულიდან მეორედ აიღო.
ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არც მაჯერად იყო, მაგრამ პირველ შეხვედრასთან შედარებით მოედანზე მეტი დრო დაჰყო. თუ „დარმშტადტთან“ (5:0) შეხვედრაში ის მოედანზე 78-ე წუთზე გავიდა, ამჯერად თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. „ჰამბურგმა“ 40 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ ბრემენის „ვერდერს“ ქულით ჩამორჩება.