ბერიძის „უიპეშტმა“ მარცხიანი სერია შეწყვიტა

0
10

„უიპეშტმა“, რომლის ღირსებას გიორგი ბერიძე იცავს, უნგრეთის ჩემპიონატში ზედიზედ სამი შეხვედრის წაგების შემდეგ ქულა აიღო. მე-20 ტურში უიპშეტელები შინ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „კიშვარდას“ შეხვდნენ და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ.
ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „უიპეშტმა“ წელს ქულა პირველად აიღო. სხვათა შორის, ჩემპიონატში დაპირისპირებამდე ბერიძის გუნდი „კიშვარდას“ უნგრეთის თასზე შეხვდა და შინ 2:1 აჯობა. „უიპეშტი“ 18 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.