თბილისის “დინამო” “რანდერსთან” ისპარინგებს

0
10

დღეს თბილისის “დინამო” თურქულ შეკრებაზე მეექვსე შეხვედრას ჩაატარებს. კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეს დანიური სუპერლიგის წარმომადგენელი “რანდერსი” იქნება. მატჩი ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 17.30 დაიწყება.
საფეხბურთო კლუბი “რანდერსი” 2003 წელს დაარსდა. გუნდი 6 რანდერსული კლუბის (“დრონინბორგ ბოლდკლუბი”, “ჰორნბაკ სპორტსფორენინგი”, “კრისტრუპ ბოლდკლუბი”, “რანდერს ფრეია”, “რანდერს კფუმი” და “ვორუპ ფრედრიკსბერგ ბოლდკლუბი”) კოლაბორაციის შემდეგ გამოჩნდა დანიურ ჩემპიონატში. დანიელთა საკლუბო ფერები ცისფერ და თეთრშია გადაწყვეტილი. ჩვენი მეტოქე საშინაო მატჩებს “რანდერს სთეიდიუმზე” ატარებს, რომელის ტევადობაც 10 600 მაყურებელზეა გათვლილი.
“რანდერსმა” ორჯერ – 2005/2006 და 2020/2021 წლებში მოახერხა დანიის თასის მოპოვება. პირველ ჯერზე “რანდერსმა” “ესბიერგს” 1-0 (დამატებით დროში) მოუგო, ხოლო შარშან “რანდერსმა” “სონდერისკე” 4-0 დაამარცხა. გუნდმა 2013 წელს კიდევ ერთი ფინალი ითამაშა, რომელშიც “ესბიერგთან” 0-1 დათმო. ჩემპიონტში საუკეთესო მიღწევად “რანდერსს” 2012/2013 სეზონში მოპოვებული მესამე ადგილი მიიჩნევა.
სკანდინავიელები თურქეთში 2 თებერვლიდან ემზადებიან. მანამდე ერთი დღით ადრე “რანდერსი” “სილკებორს” ესპარინგა და 1-0 იმარჯვა. 6 თებერვალს გუნდმა უკრაინულ “ოლექსანდრიასთან” ითამაშა ამხანაგური მატჩი და ფრედ 2-2 დაცილდა მეტოქეს. ჩვენს გარდა რანდერსი 12 თებერვალს ტულას “არსენალს” შეხვდება. ამის შემდეგ რანდერსი ინგლისში გაემგზავრება და კონფერენს ლიგის პლეი ოფში, 17 თებერვალს “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდება.
“რანდერსის” თავკაცის პოსტზე მეოთხე სეზონია ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი თომას თომასბერგი მუშაობს.