მამარდაშვილის დებიუტი თასზე – “ვალენსიას” ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს

0
13

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა. გასულ უქმეებზე შინ “რეალ სოსიედადთან” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, მან ამჯერად ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკთან” (1:1) დაპირისპირებაში იასპარეზა.
მასპინძლები 37-ე წუთზე რაულ გარსიამ დააწინაურა და ტაიმი 1:0 მოიგეს. სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 65-ე წუთზე უგო დურომ გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და “ვალენსიას” ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. აქვე გეტყვით, რომ “ატლეტიკმა” ესპანეთის თასის ბოლო ორი ფინალი ითამაშა და ვერცერთხელ მოიგო – “რეალ სოსიედადთან” 0:1 დამარცხდა, ხოლო “ბარსელონასთან” – 0:4.
მამარდაშვილს ესპანეთის თასზე დებიუტი ჰქონდა, ხოლო ლა ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ 6-ჯერ შეუცვლელად ითამაშა.