გურეშიძის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

0
12

ალექსანდრე გურეშიძე, რომელიც “საბურთალოს” წელს შეუერთდა ტრავმირებულია. ფეხბურთელმა დაზიანება რუმინეთის “ჰერმანშტადთან” მატჩში მიიღო.
როგორც გამოკვლევამ აჩვენა, გურეშიძეს წინა ჯვარედინი მყესის დაზიანება აქვს. ამპლუით მცველს რამდენიმე თვე იძულებით დასვენება მოუწევს.
26 წლის მოთამაშემ, რომელიც ბოლო სამი სეზონი თბილისის “ლოკომოტივში” გამოდიოდა,  2020 წელს მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამო, ხანგრძილი პერიოდი გაუცდა. ის მოედანზე შარშანდელი სეზონის მიწურულს დაბრუნდა და მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.